
კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში მდებარე ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში: ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. ამ გაერთიანების წყალობით, ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ საერთო საგანმანათლებლო სტანდარტებს, გამოცდილ პედაგოგიურ გუნდსა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რაც სწავლების მაღალი ხარისხის გარანტია.
ჩვენი ლანჩხუთის ფილიალი, რომელიც 2023 წლიდან ფუნქციონირებს, მიზნად ისახავს ადგილობრივი ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისთვის თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებზე წვდომის გაადვილებას.
ჩვენი მიზანია, გავზარდოთ კვალიფიციური კადრები, რომლებიც წარმატებით დაიკავებენ საკუთარ ადგილს შრომის ბაზარზე. კოლეჯი „ჰორიზონტი“ — ადგილი, სადაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ერთიანდება.