სიახლეები
ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები კოლეჯ ,,ჰორიზონტში"
- დეტალები
- გადასვლები: 12

კოლეჯ „ჰორიზონტში“ წარმატებით განხორციელდა პროექტის – „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა.
პროექტს ახორციელებს ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (EDEC) ChildFund Deutschland-თან პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
აქტივობის ფარგლებში კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ სამაგიდო თამაშში „ბიზნეს სვლა“, რომელიც სოციალური მეწარმეობის ძირითადი პრინციპების გაცნობას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გუნდური მუშაობის წახალისებას ისახავდა მიზნად.
თამაშის პროცესში პროფესიულმა სტუდენტებმა პრაქტიკული მაგალითების საშუალებით გაიაზრეს, თუ როგორ შეიძლება ბიზნეს იდეებმა სოციალური პრობლემების გადაჭრას შეუწყოს ხელი.
ვრცლად: ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები კოლეჯ ,,ჰორიზონტში"
პროფესიული განათლება რეალურ პრაქტიკასთან ერთად
- დეტალები
- გადასვლები: 42

თანამედროვე შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება რჩება. სწორედ ამ მიმართულებით, უკვე წლებია, აქტიურად თანამშრომლობენ კოლეჯი „ჰორიზონტი“ და „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ პროფესიული მომზადების პროგრამას – „ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი“.
პროგრამა, უკვე წლებია, წარმატებით მიმდინარეობს და ენერგეტიკის სფეროში დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურებზე მუშაობის მიმართულებით. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკის სფერო მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და სწრაფად განვითარებად მიმართულებად მიიჩნევა, ხოლო კვალიფიციურ ტექნიკურ კადრებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
სასწავლო პროცესი ისეა დაგეგმილი, რომ მსმენელებმა სრულყოფილი პროფესიული გამოცდილება მიიღონ. თეორიული ნაწილი მიმდინარეობს კოლეჯის თანამედროვე სასწავლო სივრცეებში, სადაც მსმენელებს გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიული განათლების მასწავლებლები ასწავლიან. პროგრამა მოიცავს ელექტროენერგეტიკული სისტემების, ჰიდროელექტროსადგურების მუშაობის პრინციპების, უსაფრთხოების ნორმების, ჰიდრომექანიკური აღჭურვილობის, ტურბინების, გენერატორების, ავტომატიზაციის სისტემებისა და ჰესის ექსპლუატაციის საკითხების სიღრმისეულ შესწავლას.
მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ლანჩხუთში!
- დეტალები
- გადასვლები: 36
მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ლანჩხუთში!
კოლეჯი „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ლოკაციაზე მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც მეგობრული ატმოსფეროთი, აზარტითა და ახალგაზრდული ენერგიით გამოირჩეოდა.
I ადგილი – ნიკა მგელაძემ
II ადგილი – დავით კერხანოჩიევმა
III ადგილი – ლევან ბერიძემ დაიკავა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით
კოლეჯი „ჰორიზონტი“ მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას. მსგავსი სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.
ინკლუზიური განათლება
- დეტალები
- გადასვლები: 47
განათლების სისტემის ინკლუზიურობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, მთლიანი განათლების სისტემა მზადაა განავითაროს და დაამკვიდროს საგანმანათლებლო გარემო, რომელიც განსხვავებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების მქონე პირებს, სწავლის, განვითარებისა და წარმატების მიღწევის თანაბარ პირობებს შეუქმნის. ამასთანავე, ინკლუზიური განათლების განვითარებით, საქართველოს მთავრობა იმ ვალდებულების რეალიზებას ახდენს, რომელიც 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (გაერთიანებული ერები, 2008) რატიფიცირების შედეგად აიღო.
ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა, პროფესიული განათლებისსაფეხურზე, კოლეჯ ,,ჰორიზონტში" 2016 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პრაქტიკული ცვლილება განხორციელდა, რის შედეგადაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის დაინერგა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ალტერნატიული პროცედურა, ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო მიდგომები და სპეციალური სერვისები. ამასთანავე, პროფესიული განათლების სისტემაში ხორციელდება ისეთი მხარდამჭერი ინიციატივები, რომლებიც ხარისხიან პროფესიულ განათლებას, მეტად ხელმისაწვდომს გახდის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
26 მაისი კოლეჯი ,,ჰორიზონტი" დამოუკიდებლობის დღეზე
- დეტალები
- გადასვლები: 38
გიზიარებთ ჟურნალ ,,ახალი განათლების" სატტიას კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს შესახებ
