
![]()
როგორ იცვლება პროფესიული განათლება ციფრულ ეპოქაში?
რომელი ციფრული უნარი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომავლის პროფესიონალებისთვის?
შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მომავალში განათლების მიღებისა და გადაცემის პროცესის კიდევ უფრო შეცვლას?
სწორედ ასეთ კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად და ახალი გამოცდილების გასაზიარებლად, კოლეჯი „ჰორიზონტი“ აგრძელებს საერთაშორისო განვითარების გზას. ![]()
ვენაში, TU Wien Academy -ში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი იმედა ლობჟანიძე -პროფესიული პროგრამა ,, კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ - ს ხელმძღვანელი ჩოხატაურის ლოკაციაზე.
ციფრული ტექნოლოგიები დღეს განათლების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კი გვეხმარება, კიდევ უფრო საინტერესო, თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შევქმნათ ჩვენი პროფესიული სტუდენტებისთვის. ვულოცავთ იმედას ამ წარმატებას, საინტერესო ვიზიტსა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას ვუსურვებთ. ![]()
როგორ ფიქრობთ :
როგორი იქნება პროფესიული განათლება მომავალში?
როგორ დაეხმარება ციფრული უნარები ახალგაზრდებს კარიერულ განვითარებაში?
თქვენი აზრით, რომელი ციფრული უნარი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომავლის პროფესიონალებისთვის? ![]()
![]()
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
