horizonti
  • საწყისი
  • სიახლეები
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • ჩვენს შესახებ
    • პედაგოგები
    • საკანონმდებლო ბაზა
    • ბუღალტრული აღრიცხვა
    • სკოლამდელი აღზრდა
    • მოდის ტექნოლოგია და დიზაინი
    • ელექტროობა
    • თმის მომსახურება
    • სასტუმრო მომსახურება
    • ვებ-ტექნოლოგიები
  • ჩარიცხვა
  • სტუდენტებისთვის
  • დაგვიკავშირდით
  1. თქვენ აქ ხართ:  
  2. მთავარი
  3. სტუდენტებს
  4. კოლეჯის შესახებ

ბუღალტრული აღრიცხვა

დეტალები
ავტორი: Amiran
კატეგორია: კოლეჯის შესახებ
გამოქვეყნებულია: 09 ივნისი 2026
გადასვლები: 85

cu 3

ბურალტრული აღრიცხვა, მოდულური მე-5 დონე.

მიღების წინაპირობა - მინიმალური სრული განათლება. 

 
კურსის აღწერა

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:

უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting

ელექტროობა

დეტალები
ავტორი: Amiran
კატეგორია: კოლეჯის შესახებ
გამოქვეყნებულია: 09 ივნისი 2026
გადასვლები: 79

  electr

 

ელექტროობა, მოდულური მე-3 დონე.

მიღების წინაპირობა - საბაზო განათლება.

კურსის აღწერა

უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში.

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში / Basic Vocational Qualification in Electricity;

სკოლამდელი აღზრდა

დეტალები
ავტორი: Amiran
კატეგორია: კოლეჯის შესახებ
გამოქვეყნებულია: 09 ივნისი 2026
გადასვლები: 83

kindergarten

სკოლამდელი აღზრდა, მოდულური მე-5 დონე.

მიღების წინაპირობა - მინიმალური სრული განათლება.

კურსის აღწერა

აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:

უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში/Higher Vocational Qualification in Preschool Education

ვებ ტექნოლოგიები

დეტალები
ავტორი: Amiran
კატეგორია: კოლეჯის შესახებ
გამოქვეყნებულია: 09 ივნისი 2026
გადასვლები: 112
cu 5

 

ვებტექნოლოგიები. ინტეგრირებული მე-4 დონე

მიღების წინაპირობა - საბაზო განათლება.

 
კურსის აღწერა

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ვებტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ვებგვერდისთვის ვებინტერფეისის როგორც დიზაინი, ასვე - დეველოპინგი (front_ის მხარე).

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ვებტექნოლოგიებში / Secondary Vocational Qualification in Web Technology;

სამახსოვრო პროფესიული სტუდენტებისათვის!

დეტალები
ავტორი: Amiran
კატეგორია: კოლეჯის შესახებ
გამოქვეყნებულია: 08 ივნისი 2026
გადასვლები: 182

stafძვირფასო სტუდენტებო, კოლეჯის სახელით გილოცავთ სტუდენტობას და გვიხარია რომ თქვენი არჩევანი ჩვენს კოლეჯს დაუკავშირეთ.იმედი გვაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, რომელსაც თქვენი და ჩვენი ერთობლივი შრომით მივაღწევთ.კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში, სადაც კეთიგანწყობილი გარემო, კვალიფიციური მასწავლებლები, საუკეთესო ინფრასტრუქტურა და საინტერესო ცხოვრება გელოდებათ.სსიპ კოლეჯი „ახალ ტალღა“ გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

პროფორიენტაცია და კარიერა - კოლეჯს ჰყავს სტუდენტური სერვისებისა და კარიერის მართვის მენეჯერი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეხმარება, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.სტუდენტური სერვისებისა და კარიერის მართვის მენეჯერისტუდენტური სერვისებისა და კარიერის მართვის მენეჯერი მუდმივად ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე. სასწავლო პროგრამები შექმნილია დამსაქმებლების უშუალო მონაწილეობით. პროფესიულ მასწავლებელთა უმეტესობაც მომავალი დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვანი პროფესიული პრაქტიკის გავლას. ყოველივე ეს ქმნის თითოეული სტუდენტის წარმატებული დასაქმების წინაპირობას.ჩვენი ურთიერთობა სტუდენტებთან არ მთავრდება საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებით ან დიპლომის გაცემით, ყველა კურსდამთავრებული აღირიცხება შესაბამის მონაცემთა ბაზაში და ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ პროფესიულ განვითარებას. კოლეჯი პერიოდულად აწყობს დასაქმების ფორუმებს, წარჩინებულ სტუდენტებს აძლევს განსაკუთრებულ რეკომენდაციას, რითაც ხელს უწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას პარტნიორ ორგანიზაციებში.

საკონსულტაციო მომსახურება - კოლეჯში შეგიძლიათ მიიღოთ საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებში მომუშავე პირები, არსებულ პროფესიულ სტუდენტებს უწევენ კონსულტირებას და ეხმარებიან მათ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია და კონსულტაციები რეგისტრაციის, ჩარიცხვის, სასწავლო პროცესის ორგანიზების, პრაქტიკების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. გაიცემა ცნობები, საჭირო დოკუმენტაცია სტუდენტის სტატუსის, აკადემიური მოსწრების შესახებ და სხვ.

ვრცლად: სამახსოვრო პროფესიული სტუდენტებისათვის!

  1. კოლეჯში ჩარიცხვა
  2. საგანმანათლებლო პროგრამები
  3. პროფესიული განათლების მასწავლებლები
  4. ჩვენს შესახებ

გვერდი 2 სულ 2

  • 1
  • 2

   

favicon    ვებ გვერდი დამზადებულია კოლეჯ "ჰორიზონტის" ლანჩხუთის ფართის ვებ ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტების მიერ. 2026 წელი.

ყველა უფლება დაცულია. © 2026 კოლეჯი ჰორიზონტი

 

  • მთავარი
  • ჩარიცხვა
  • სტუდენტებს
  • Facebook