კოლეჯის ახალი ამბები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე კოლეჯ ,,ჰორიზონტს" ესტუმრა

კოლეჯ „ჰორიზონტს“ , გორაბერეჟოულში ლოკაციაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია.
გორაბერეჟოულის კამპუსში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა, სადაც სტუმრებმა პროფესიული პროგრამების სტენდები და სტუდენტების ნამუშევრები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა მოკლევადიანი მომზადების პროგრამის ,,ხე-ტყის დამზადება” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
კოლეჯ „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული განათლების კერაა. თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვილი კამპუსი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და 100-მდე სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ მუნიციპალიტეტში დაეუფლონ მრავალფეროვან პროფესიებს.
,,ჰორიზონტში” შეძლებთ დაეუფლოთ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: მეხილეობა, სატყეო საქმე, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ბუღალტრული აღრიცხვა, მებაღეობა, სკოლამდელი აღზრდა.
გვერდი 2 სულ 2
კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში მდებარე ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ საერთო საგანმანათლებლო სტანდარტებს, გამოცდილ პედაგოგიურ გუნდსა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რაც სწავლების მაღალი ხარისხის გარანტია. ლანჩხუთის ფილიალი, რომელიც 2023 წლიდან ფუნქციონირებს, მიზნად ისახავს ადგილობრივი ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისთვის თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებზე წვდომის გაადვილებას. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ კვალიფიციური კადრები, რომლებიც წარმატებით დაიკავებენ საკუთარ ადგილს შრომის ბაზარზე. კოლეჯი „ჰორიზონტი“ — ადგილი, სადაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ერთიანდება.





